Friday, July 27, 2018

მეცხრე  დღის რეფლექსია
youtube -ის გამოყენებით ვეძებთ საჭირო მასალას ჩვენი პროექტისთვის,დავაკოპირეთ და გამოვაქვეყნეთ ჩვენს გვერდზე.ვაჩვენებთ მოსწავლეებს და მივცემთ საშუალებას თავადაც მოიძიონ მსაგვსი ვიდეო მასალები და გაუზიარონ ერტმანეთს.

ეტიკეტის გაკვეთილი


Wednesday, July 25, 2018

მერვე დღის რეფლექსია 
 წარვადგინეთ დავალებები-პრეზენტაცია და მისი ჩექლისტი.ვისწავლეთ ექსელში შეფასების რუბრიკების გაკეთება.შევავსეთ ისინი ჩვენი მომზადებული დავალებებიდან გამომდინარე.ავტვირთეთ ეს დოკუმენტები დრაივში შეფასების ფაილში.შემდგომში ეს გვექნება ნიმუშად ,თუ როგორ უნდა შევაფასოთ ჯგუფური მუშაობა. ერთ-ერთმა მონაწილემ გააკეთა  პრეზენტაცია ნაშრომის.ვისაუბრეთ კონელის მრავალმხრივი ინტელექტის კითხვარის შესახებ, რომელიც დაგვეხმარება  მოსწავლის ინტელექტის დადგენაში ჯგუფური მუშაობის დაგეგმვისას.ასევე ვიმუშავეთ სახელმძღვანელოში 6 -7 მოდულზე და დავამუშავეთ მასში მოცემული მასალა.(დიფერენცირება და ტექნოლოგიების გამოყენება)დავალება- მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი გადმოვტვირთეთ და დავტოვეთ ძირითი ნაწილი და შევიმუშავეთ შაბლონი.

Monday, July 23, 2018

მეშვიდე დღის რეფლექსია
ვისწავლეთ ინკოგნიტოთი ელექტრონულ გვერდზე შესვლა.ტრენინგის წევრებმა წარვადგინეთ დავალებები და განვიხილეთ.განვიხილეთ ნიმუშად მოცემული დავალება წყვილებში.ვიმუშავეთ  ახალ მასალაზე,შეფასებაზე და მის კრიტერიუმებზე.

Friday, July 20, 2018

მეექვსე  დღის რეფლექსია
   დღე დაიწყო  წინა  დღის  შესწავლილი  მასალის  გამეორებით. გავიხსენეთ  Google-ს  ფუნქციები, კიდევ  ერთხელ  გავამზადეთ  ტესტი და  გადავგზავნეთ. ვისწავლეთ  დრაივზე  არსებული ინფორმაციის  გაზიარება; განვიხილეთ სხვადასხვა  ვარიანტები. ბლოგზე  შევქმენით  ახალი Page "პორტფოლიო" და  ავტვირთეთ ჩვენი  საქაღალდე. ვიმუშავეთ ჩვენი ბლოგის  დიზაინზე, დავამატეთ  ახალი  გაჯეტები, მივაბით  საჭირო  ინფორმაციები. გავეცანით  პრეზენტაციის  მომზადების  წესს, განვიხილეტ  ერთ-ერთი პრეზენტაციის  ნიმუში.  ვიმუშავეთ  პრეზენტაციის  მომზადების  ჩექლისტზე  და  დავიწყეთ  პეზენტაციის მომზადება. 

Thursday, July 19, 2018

მეხუთე დღის რეფლექსია
დღეს განვიხილეთ საშინაო დავალებად მოცემული მასალა,კერძოდ პროექტის მსვლელობის პროცედურები.განვიხილეთ ერთმანეთის დავალებები.დრაივში შევქმენით ტესტები და მათი გაზიარების ხერხები ვისწავლეთ.ერთმანეთს ფოსტით გავუგზავნეთ ტესტის ნიმუშები და მივიღეთ უკუკავშირი.

Monday, July 16, 2018

მეოთხე დღის რეფლექსია
განვიხილეთ საშინაო დავალებად მოცემული მასალა- მიზნები და შედეგები.ვიმუშავეთ ბლოგის გვერდის გაფორმებაზე,ასევე შევქმენით გაჯეტით გვერდები.ვიმუშავეთ პროექტის დასაწყისი ეტაპის მიზნებსა და შეფასებების კრიტერიუმებზე.

Friday, July 13, 2018

მესამე დღის რეფლექსია 
ტრენინგის მესამე  დღე  დაიწყო საშინაო დავალების  განხილვით.  მასწავლებლებმა  წარადგინეს  პროექტის  გეგმის  ნაწილი. შევქმენით  პორტფოლიო და  ავტვირთეთ  საჭირო  დოკუმენტები  დრაივ  დისკზე. კიდევ ერთხელ  განვიხილეთ გუგლის მუშაობის პრინციპი. შევქმენით  ბუკლეტები. განვიხილეთ  მეორე მოდულის  დავალებები  და ვიმუშავეთ  მიმართულების მიმცემი კითხვების ჩამოყალიბებაზე. ვიმუშავეთ  ჯგუფებში. გავაკეთეთ დავალების პრეზენტაცია.ტრენინგის  ბოლოს  მივიღეთ  დავალება.

Wednesday, July 11, 2018

  მეორე დღის რეფლექსია

მეორე დღეს  ვიმუშავეთ პროექტის თემაზე.მოკლე მონახაზი გავაკეთეთ კითხვა -პასუხით ,თუ რას შეეხება  პროექტი.ვიმუშავეთ  ბუკლეტების შექმნაზე.

Monday, July 9, 2018

პირველი დღის რეფლექსია
გავიცანი ტრენერი,რომელმაც დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე.გავიცანი ტრენინგის ტანამონაწილეები,ვისაუბრეთ პროექტებზე, რომელიც განგვიხორციელებია.ტრენერმა გვესაუბრა,თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროექტის განხორციელება,ისაუბრა ბლოგის შესახებ,მის დანიშნულებაზე,როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ის.

მეცხრე  დღის რეფლექსია youtube -ის გამოყენებით ვეძებთ საჭირო მასალას ჩვენი პროექტისთვის,დავაკოპირეთ და გამოვაქვეყნეთ ჩვენს გვერდზე.ვაჩვენე...